MaxService

ბიზნეს პროგრამები და ავტომატიზაცია — თბილისი / მთელი მსოფლიო

Automate
Everything.

ვქმნით დაკავშირებულ პროგრამებს, ინტეგრაციებსა და ავტომატიზებულ პროცესებს — ზუსტად თქვენი ბიზნესის მუშაობის წესზე მორგებულს.

ერთი დაკავშირებული სისტემა — ზუსტად თქვენი ბიზნესის მუშაობის წესზე მორგებული.

ოპერაციების ნაკადისისტემა მუშაობს

ახალი ლიდი გადის მოდულებზე: CRM, Workflow, შეტყობინებები. შედეგი: დავალება მიენიჭა, კლიენტს ეცნობა, დაშბორდი განახლდა.

ნაკლები ხელით სამუშაო. ნაკლები განცალკევებული პროგრამა. მეტი კონტროლი.

ხელით შესრულებული სამუშაოს ფასი

სისტემებს შორის კავშირი თქვენი გუნდის ხელით არ უნდა მუშაობდეს.

როცა პროგრამები ერთმანეთს არ ელაპარაკება, კავშირს ადამიანები ასრულებენ — კოპირებით, გადაწერით და დამახსოვრებით. ასე გამოიყურება ეს ქაღალდზე.

  • ERR-01

    ერთი მონაცემი — რამდენიმე ფაილში

    კლიენტის ნომერი სამ Excel-შია და არცერთია ბოლო ვერსია.

  • ERR-02

    შეკვეთის ხელით გადატანა

    ჩატიდან — ფაილში, ფაილიდან — ბუღალტერიაში. ყოველ ჯერზე.

  • ERR-03

    მარაგი გვიან ახლდება

    გაიყიდა დილით — ნაშთში საღამოს ჩამოიწერა. ან არ ჩამოიწერა.

  • ERR-04

    დაკარგული follow-up

    „ხვალ დავურეკავ“ არსად წერია — და აღარავინ დარეკავს.

  • ERR-05

    განმეორებითი შეტყობინებები

    ერთი და იგივე დადასტურება ხელით იწერება დღეში ოცჯერ.

  • ERR-06

    რეპორტები სხვადასხვა წყაროდან

    თვის სურათი სამი პროგრამიდან და ორი რვეულიდან იწყობა.

  • ERR-07

    წვდომები და პასუხისმგებლობა არ ჩანს

    ვინ შეცვალა ფასი? ფაილს ისტორია არ აქვს.

მოგვარებულია

ერთი პროცესის რუკა ყველაფრის ნაცვლად

ყოველი ჩანაწერი ერთხელ იქმნება და ყველგან თავად მიდის.

სამაგალითო დღე — ილუსტრაცია

ერთი სამუშაო დღე, რომელსაც სისტემა ატარებს.

არც ერთი მოვლენა არ ელოდება ადამიანს, რომ ვინმემ გადაიტანოს. ყველა თავად პოულობს გზას.

09:12

შემოდის ახალი ლიდი

SYS-OPS · ძირითადი ოპერაციები

  1. 1ლიდი ფიქსირდება CRM-ში წყაროს მითითებით — არც Excel, არც ხელით გადაწერა.
  2. 2სისტემა ანიჭებს პასუხისმგებელს და ვადას, დუბლიკატს კი თავად ამოიცნობს.
  3. 3გაყიდვების დაფაზე ჩნდება ახალი ჩანაწერი — უკვე სრული ისტორიით.

11:30

კლიენტი ჯავშნის ვიზიტს

SYS-PPL · ადამიანები და განრიგი

  1. 1ჯავშანი იკავებს დროს რეალურ კალენდარში — ორმაგი ჩაწერა შეუძლებელია.
  2. 2თანამშრომლის განრიგი და დატვირთვა ავტომატურად ახლდება.
  3. 3კლიენტი იღებს დადასტურებას და შეხსენებას ვიზიტამდე.

13:05

„სად არის ჩემი შეკვეთა?“

SYS-AUT · AI და პროცესების ავტომატიზაცია

  1. 1ჩატბოტი პასუხობს რეალური სტატუსიდან — ის იმავე მონაცემს ხედავს, რასაც გუნდი.
  2. 2გაუგებარი კითხვა მაშინვე ადამიანთან გადადის, სრული კონტექსტით.
  3. 3საუბარი ინახება კლიენტის ჩანაწერში — ისტორია არსად იკარგება.

15:47

ჩამორიცხვა შემოდის

SYS-INT · ინტეგრაციები და გადახდები

  1. 1ჩარიცხვა ავტომატურად ერგება შესაბამის ინვოისს — ძებნა აღარ სჭირდება.
  2. 2შეკვეთის სტატუსი იხურება, ბუღალტერია იღებს მზა ჩანაწერს.
  3. 3კლიენტი იღებს ქვითარს — ხელით არავის გაუგზავნია.

18:00

დღე იხურება

SYS-PRD · ინდივიდუალური პროდუქტები და ინტერფეისები

  1. 1დაფა დღის სურათს ყველა მოდულიდან თავად აწყობს — რვეულებისა და ზარების გარეშე.
  2. 2მფლობელი მას ტელეფონიდან ათვალიერებს, სადაც არ უნდა იყოს.
  3. 3ხვალინდელი დავალებები უკვე გადანაწილებულია.

0 ხელით ნაბიჯი · ყველა მარშრუტი ხილულია · ადამიანი წყვეტს, სისტემა ასრულებს

ნახე ხუთივე სისტემა →

სისტემების ინდექსი

შექმენი მხოლოდ ის, რაც პროცესს სჭირდება.

დააკავშირე ყველაფერი, რაზეც ის არის დამოკიდებული. 24 მომსახურება — ხუთი დაკავშირებული სისტემა.

როგორ ვმუშაობთ

ჯერ პროცესი. მერე კოდი.

შვიდი ეტაპი — ერთი გეგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ზუსტდება. კოდი მხოლოდ მესამე ნაბიჯის შემდეგ იწყება.

  1. 01

    რუკა

    ვსწავლობთ პროცესებს, ადამიანებს, არსებულ პროგრამებს და მტკივნეულ წერტილებს — კოდის დაწერამდე.

  2. 02

    განსაზღვრა

    ვწერთ წესებს, როლებს, მონაცემთა მოდელს, ინტეგრაციებს და წარმატების კრიტერიუმებს.

  3. 03

    პროტოტიპი

    სამუშაო ნაკადი და ინტერფეისი ჯერ პროტოტიპში მოწმდება, სანამ სრულად აშენდება.

  4. 04

    აშენება

    ვქმნით პროგრამას, ავტომატიზაციებს და ინტეგრაციებს ეტაპობრივი, მუშა ვერსიებით.

  5. 05

    გადამოწმება

    წვდომები, გამონაკლისები, უსაფრთხოება, QA და რეალური მომხმარებლების ტესტი.

  6. 06

    გაშვება

    მონაცემების მიგრაცია, გუნდის ტრენინგი, დოკუმენტაცია და ეტაპობრივი გაშვება.

  7. 07

    გაუმჯობესება

    მონიტორინგი, მხარდაჭერა და ავტომატიზაციის გაფართოება რეალურ გამოყენებაზე დაყრდნობით.

შემდეგი პროცესი — თქვენი

გვაჩვენე პროცესი, რომლის ხელით შესრულებაც აღარ გინდა.

პირველი ნაბიჯი კოდის დაწერა არ არის — პროცესის რუკაა. აღწერე შენი და ჩვენ გაჩვენებთ, სად იწყება ავტომატიზაცია.