MaxService
WRK · WORK

როგორ გამოიყურება გადაწყვეტა

დადასტურებული ქეისები დაემატება რეალური პროექტების დასრულების შემდეგ — მანამდე გაჩვენებთ მიდგომას.

WRK-01 · BLUEPRINTS

გადაწყვეტის სქემები

ეს არის საილუსტრაციო გადაწყვეტის სქემები და არა რეალური კლიენტების ისტორიები. დადასტურებული ქეისები დაემატება რეალური პროექტების დასრულებისა და კლიენტის თანხმობის შემდეგ.

BLU-01საილუსტრაციო

საცალო ვაჭრობა / დისტრიბუცია

პრობლემა
ორი მაღაზია და ონლაინ არხი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ყიდის — ნაშთი დღეში რამდენჯერმე „ტყდება“.
არსებული პროცესი
გაყიდვები ცალ-ცალკე ფაილებში იწერება; საღამოს ვიღაც ნაშთებს „აჯამებს“.
დაპროექტებული სისტემა
ერთი მარაგის ბირთვი, რომელსაც POS-ები და ონლაინ მაღაზია რეალურ დროში აკლებენ; მიღება შტრიხკოდით.
  • OPS-03
  • OPS-05
  • INT-01
  • PRD-06

გაყიდვა → ნაშთის ჩამოწერა → დაბალი ნაშთის ალერტი → შესყიდვის დავალება

BLU-02საილუსტრაციო

კლინიკა / მომსახურება

პრობლემა
ჩაწერა ტელეფონით ხდება, შეხსენება — ოპერატორის მეხსიერებით; გამოუცხადებლობა ხშირია.
არსებული პროცესი
რვეული + პირადი ტელეფონი + Excel თვის ბოლოს.
დაპროექტებული სისტემა
ონლაინ ჯავშანი რეალური კალენდრიდან დეპოზიტით; ავტომატური შეხსენება WhatsApp/SMS-ით; ვიზიტის ისტორია ერთ ბარათზე.
  • PPL-01
  • PPL-02
  • INT-02
  • AUT-04

ჯავშანი → დეპოზიტი → კალენდარი → შეხსენება → follow-up

BLU-03საილუსტრაციო

B2B მომსახურება

პრობლემა
კლიენტები სტატუსს ზარით ეკითხებიან; ინვოისები გვიანდება და გადახდები ხელით მოწმდება.
არსებული პროცესი
მიმოწერა ელფოსტაში, ინვოისები Word-ში, გადახდები — ბანკის ამონაწერში ძებნით.
დაპროექტებული სისტემა
კლიენტის პორტალი სტატუსით, ინვოისებით და ონლაინ გადახდით; ჩარიცხვა ინვოისს თავად ხურავს.
  • PRD-04
  • OPS-06
  • INT-02
  • OPS-01

ეტაპის ცვლილება → პორტალის განახლება → ინვოისი → გადახდა → დახურვა

შემდეგი პროცესი — თქვენი

გვაჩვენე პროცესი, რომლის ხელით შესრულებაც აღარ გინდა.

პირველი ნაბიჯი კოდის დაწერა არ არის — პროცესის რუკაა. აღწერე შენი და ჩვენ გაჩვენებთ, სად იწყება ავტომატიზაცია.